თეგებით ძიება

ხატია დეკანოიძე პროკურატურაში გამოიკითხა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ქუთაისში ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხეს.

დეკანოიძის თქმით, მან გამოძიებას დაუდასტურა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მასზე ფარულ თვალთვალსა და მიყურადებას ახორციელებს.

„დავადასტურე იმ ჩანაწერის ავთენტურობა, რომელიც ეხებოდა ისრაელის სალჩოს წარმომადგენლსა და ჩემს შორის საუბრის ჩანაწერს, როდესაც ისრაელის ელჩთან იყო შეხვედრა დაგეგმილი, მათ შორის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. მე გამოძიებას დავუდასტურე ჩემი არა მხოლოდ გონივრული ეჭვი, არამედ რეალურად სხვადასხვა ფაქტებით გამყარებული ეჭვი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახორციელებს ჩემზე ფარულ თვალთვალსა და მიყურადებას",- განაცხადა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ 13 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში გავრცელდა, სავარაუდოდ, სუს-იდან გავრცელებული ფარული ჩანაწერები. როგორც ჩანაწერებიდან ირკვევა, უსმენდნენ და აყურადენდნენ სასულიერო პირებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს და რიგით მოქალაქეებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა