თეგებით ძიება

"ცამეტწლიანი თანაცხოვრება მეუღლესთან, იშვიათია ისეთი სიყვარული, მაგათ რომ ჭირდათ" - კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლის, ეკა ჩიკაშუას გარდაცვალებას, სოციალურ ქსელში ნინო წივწივაძე ეხმაურება.

„ერთხელ ვკითხე, წიგნი რომ დაწერო, რას დაარქმევდი მეთქი? მიპასუხა: „როგორ იცვლება სამყარო ბავშვობიდან ზრდასრულობამდე", - ეგ იქნება ჩემი წიგნის სათაურიო. არ ვიცი, რამდენად მოასწრო სამყარომ მის ცხოვრებაში შეცვლა...

ჩემი პოსტები სულ ამხიარულებდა, ხშირად მწერდა, რამე გაიხსენე და დაწერე, მოვკვდი კორონისა და პოლიტიკური ამბების კითხვითო, თან იმასაც მაფრთხილებდა, ჩვენზე რომ დაიწყებ წერას, შეეცადე, ცუდი არაფერი გაგახსენდესო. არც მახსენდება რაიმე ცუდი...

ჩემი განტვირთვის ადგილი მისი ოთახი იყო, დღეში რამდენჯერმე შევდიოდი და ვქაქანებდი, გულიანად იცინოდა, ბოხი ხმით...

საოცარი დედა და მეუღლე იყო, ათასი გეგმა ჰქონდა გაწერილი, ბიჭი მე მგავს, კომაროვის სკოლაში უნდა ვატაროო. გამოცდისთვის ამზადებდა, ზოგჯერ ერთად ვსხდებოდით და კომაროვის ამოცანებს ჩვენც ვაჭყლეტდით თავებს. ჩემი პატარა გოგო ცოტა ზარმაციაო, ერთხელ მეუბნება, დედა, არ მითხრა ახლა ბავშვობაში ისეთი ბოთე იყავი, რომ სწავლა გიყვარდაო.

ცამეტწლიანი თანაცხოვრება მეუღლესთან, იშვიათია ისეთი სიყვარული, მაგათ რომ ჭირდათ, სულ ახალი შეუღლებულებივით საუბრობდნენ...

ბოლო დროს ხშირად მწერდა, გოგო, გამოგვიარე სამსახურში, როგორ არ მოგენატრეთ, ძალიან მომენატრა შენი "ტლიკინებიო". გავიარე, მაგრამ უკვე აღარ დამხვდა, დავიგვიანე...", - წერს ნინა წივწივაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა