თეგებით ძიება

"სკანდალური ექსკლუზივი...ვინ და როგორ შემოიყვანა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში" - რას წერს ელისო კილაძე

ჟურნალისტი ელისო კილაძე, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანასთან დაკავშირებით ექსკლუზიურ ინფორმაციას აანონსებს.

"რამდენიმე წუთში სკანდალური ექსკლუზივი cnews.ge-ზე, ვინ და როგორ შემოიყვანა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში და ვინ არის პირი,რომელიც დანაშაულის დაფარვისთვის წუხელ გვიან ღამით დააკავეს !", - წერს კილაძე ფეისბუქზე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ფარულად საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა. სააკაშვილს საქართველოში 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა