თეგებით ძიება

მთელ საქართველოში და დიდ ქალაქებში ოპოზიცია ლიდერობს - დიდი ეპოქა იწყება - გიგი უგულავა

ფოთში ოპოზიციის საერთო კანდიდატის გიგი უგულავას განცხადებით, წინასწარი მონაცემების მიხედვით, ფოთში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

„მინდა, ნიკა მელიას ძალიან შთამბეჭდავი შედეგი მივულოცო. თბილისში მეორე ტურია, ნიკა ლიდერობს და მინდა, მას წარმატება ვუსურო. რაც შეეხება ფოთს, ჩვენი მონაცემებით, აქ მერის ნაწილში არის მეორე ტური. ახლა მიმდინარეობს დათვლის ეტაპი, მაგრამ წინასწარი მონაცემები, რაც გვაქვს, მეორე ტური გვექნება. რაც შეეხება დანარჩენს, დამოკიდებულია იმაზე, როგორ იმუშავებენ ჩვენი წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე. ჩვენ შთამბეჭდავი შედეგი გვაქვს, ჩვენ დავდეთ მეორე ტური, რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებამდე ძალიან პატარა ნაბიჯია დარჩენილი. მთელ საქართველოში და დიდ ქალაქებში ოპოზიცია ლიდერობს. არცერთი ხმა არ უნდა დაიკარგოს და არცერთი ხმა არ უნდა გაყალბდეს“,- განაცხადა უგულავამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა