თეგებით ძიება

ტყიბულში საუბნო კომისიის წევრი ძროხის დასაბმელად სახლში წავიდა და კომისიაში მალევე დაბრუნდა

რა მოხდა ტყიბულის N24 სოფელ ოჯოლის საუბნო საარჩევნო კომისიაში? - "ინტერპრესნიუსთან" საუბარში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ტყიბულის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და საკრებულოს წევრობის კანდიდატმა დავით კაკაურიძემ განცხადა, რომ კომისიის წევრმა საარჩევნო უბანი უკანონოდ დატოვა, რის გამოც მას განმარტება მოთხოვეს.

ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიაში აღნიშნული ფაქტი დაადასტურეს და აცხადებენ, რომ კომისიის წევრს საარჩევნო უბნის დატოვების უფლება არ ჰქონდა. ასევე განმარტავენ, რომ კომისიის წევრი არის სოფლად მცხოვრები მარტოხელა მამაკაცი და სახლში ძროხის დასაბმელად წავიდა და მალევე დაბრუნდა საარჩევნო კომისიაში.

დღეს საქართველოში არჩევნები თვითმმართველობის ჩატარდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა