თეგებით ძიება

5 თვითმმართველ ქალაქში, სავარაუდოდ, მეორე ტური გაიმართება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მინიმუმ ხუთ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში მე-2 ტური გაიმართება.

ცესკოს 07:00 საათის მონაცემებით, თბილისში 769 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 320 უბანი (კახა კალაძე 45,5 %; ნიკა მელია 34,13 %; გიორგი გახარია 8,97 %)

რუსთავი - 88 უბნიდან 42 უბანია დათვლილი. (დავით კირკიტაძე - ენმ 44,53 %; ნინო ლაცაბიძე - ქართული ოცნება 44,34 %)

ქუთაისი - 124 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 51 (ხატია დეკანოიძე - ენმ 43,75 %; იოსებ ხახალეიშვილი - ქართული ოცნება 41,86 %);

ფოთი - 33 უბნიდან დათვლილია 18 უბანი - (ბექა ვაჭარაძე - ქართული ოცნება 47,73 %; გიგი უგულავა -ენმ 37,44 %;)

ბათუმი -105 უბნის მონაცემებიდან დათვლილია 34 უბნის მონაცემები. (გიორგი კირთაძე - ენმ 42, 35 %, არჩილ ჩიქოვანი - ქართული ოცნება 41,49 %)

2 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა