თეგებით ძიება

განსაკუთრებით საწყენია, რომ მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო თბილისში - კობახიძე

განსაკუთრებით საწყენია, რომ მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო თბილისში, - ასე აფასებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე თბილისის მერობისთვის არჩევნების მეორე ტურის გაამართვას.

"განსაკუთრებით საწყენია, რომ მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო თბილისში, თუმცა ეჭვი არ გვეპარება, რომ კახი კალაძე საბოლოდ მოიგებს ამ არჩევნებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ დღეს დილით გამართულ ბრიფინგზე.

წინასწარი მონაცემებით, "ართული ოცნებიდან" კახა კალაძე 45.5 % აქვს, "ნაცმოძრაობის წარმომადგენელ" ნიკა მელიას კი 34.13%.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა