თეგებით ძიება

“ნიკა, შენ გასაგონად ვამბობ… პრეზიდენტს უკრაინა წაიყვანს და თავმოჭრილები დავრჩებით” – თაკო ჩარკვიანი

სახელმწიფო არის მიტაცებული და ხალხს სურს, სახელმწიფოს დაბრუნება, რადგან ამ სახელმწიფოს შექმნაში ლომის წვლილი აქვს მიხეილ სააკაშვილს, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი დღეს მთელი საქართველოს პრეზიდენტია.

“მე ნიკას (მელია) გამოსვლის დროს, გავახმოვანე ემიგრანტების სურვილი, ნებართვა არასდროს ამიღია არავისგან, არც ბრძოლაში შემოსვლისთვის, არც ბრძოლიდან გასვლისთვის, არც პრივატიზირებულია საქართველოს პრეზიდენტი.

გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გაუფრთხილდით ყველას ვინც არ არის ნაციონალური მოძრაობის წევრი, მაგრამ აქ არის. ადამიანებმა იკითხეს შიში, ხომ არ არის დიდი დრო 30-მდე და ეს იყო კითხვა და ამას აგრესიული პასუხი არ სჭირდება, ნიკა შენ გასაგონად ვამბობ, იცი, რომ ძალიან მიყვარხარ.

ვერ გავიგე, რეფერენდუმზე ლაპარაკი აღარ არის? გადალახეს 43 პროცენტი? არ გაუყალბებიათ?. ვინ იღებს პასუხისმგებლობას 30 რიცხვში, რომ კვლავ არ გააყალბებს? ხომ არ გადავირიეთ, ხალხო, საქართელოს ანექსია მიდის. სულ არ მაინტერესებს არც ერთი პარტია, ჩემი პარტია მივაგდე და უკან არ მომიხედია, მისი სახელი ერთხელ არ გამომიყენებია. შეფარება კი არ მჭირდება, დამაოუკიდებელი მანდატი მაქვს…

შეცდომა მოგვივიდა 2012 წელს, ვერ აღმოვჩნდი გახრწნილი და ვერ ვიფიქრე, რომ მილიარდერი ამ ქვეყანას კი არ ააყვავებდა, არამედ გაყიდდა, მაგრამ ბევრს მოუვიდა ეს შეცდომა, მათ შორის, ნაციონალსაც! ჩემი გეგმა ასეთია, ვცდილობ ერთიანობის შენარჩუნებას, მაგრამ ხალხზე მეტი ვერც ერთი პარტია ვერ არის. ნუ დაველოდებით, უბედურებასთან გვაქვს საქმე. 30-ში მოიტაცებს ჩვენ ქვეყანას და მერე ამ პრეზიდენტს უკრაინა წაიყვანს და თავმოჭრილები, თავმოხერხილები დავრჩებით, ან არადა, საქართველოსთან ერთად ამოალპობს ციხეში… მე რაც გამაჩნია რესურსი, 30 რიცხვამდე პერმანენტული, ყოველდღიური მზადება, რა თქმა უნდა წინ გაუძღვება პარტიას ნიკა მელია, რად უნდა ამას საუბარი, მაგრამ ვაკონტროლოთ ყველა ფრაზა. უნდა გავაანალიზოთ, როგორ გამოგვყავს 30-მდე ის კაცი ციხიდან. პრეზიდენტი თუ მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტია დაღუპულა საქართველო, მე მგონია კოალიციური მთავრობა გვინდა და ყველას პრეზიდენტია, არა? გაუმარჯოს მთლიან საქართველოს", - განაცხადა ჩარკვიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა