თეგებით ძიება

"სანამ მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში, განცხადებას სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით გავაკეთებ მე" - ნიკა მელია

ენმ-ს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნის პერიოდში განცხადებებს სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით პარტიის სახელით თავად გააკეთებს.

"მიშა ყველაფერი იქნება კარგად. ამ ქვეყანას აქვს ნათელი მომავალი, ამ ქვეყანას აქვს შანსი, რომელსაც 30 ოქტომბერს გამოვიყენებთ და ამ შანსის რეალიზების შემდეგ იქნება ბევრად უკეთესი ცხოვრების სტანდარტი, საიდანაც კი არ გაიქცევიან, არამედ დაბრუნდებიან. სანამ შენ ხარ იქ, სადაც ხარ, იცოდე, ბიძინა ივანიშვილო, სანამ მიშა სააკაშვილი არის ციხეში, მანამდე შენს წინააღმდეგ ბრძოლაში, ამ ბრძოლის ავანგარდში ვიქნები სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, ცოცხალიც რომ არ ვიყო, აი ეს საფრთხეც რომ არსებობდეს, არ მოგასვენებთ, მანამ სანამ ტყვეობიდან არ გავანთავისუფლებ ამ სახელმწიფოს. სანამ მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში, განცხადებას სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მას და ეხება "ნაციონალურ მოძრაობას", პარტიის სახელით გავაკეთებ მე", - აღნიშნა მელიამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა