თეგებით ძიება

"ნაცმოძრაობას" არაფერი აქვს საზეიმო, მაგრამ მათ აგვისტოს ომი იზეიმეს და ახლა რომ მარცხს ზეიმობენ, ეს გასაგებია - თეა წულუკიანი

"ნაცმოძრაობას" არაფერი აქვს საზეიმო, მაგრამ მათ აგვისტოს ომი იზეიმეს და ახლა რომ მარცხს ზეიმობენ, ეს გასაგებია - ასე აფასებს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი 2 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებს.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობისგან“ განსხვავებით, გასაგებია იმ პარტიების სიხარული, რომელთაც საკუთარი შედეგების მაქსიმუმს მიაღწიეს.

„მესმის ოპოზიციის, რომელიც დღეს გახარებულია, რადგან მათ მიაღწიეს იმ მაქსიმუმის მაქსიმუმს, რისი მიღწევაც მათ შეეძლოთ და რეალურად, თავის გამხნევებითაც არიან დაკავებულნი. მათ დაანონსებული ჰქონდათ, რომ დღეს, ორშაბათს დილით უკვე იქნებოდნენ ხელისუფლებაში და ჩვენ შეგვცვლიდნენ, არადა ყველამ ვნახეთ, რომ ღარიბაშვილმა იმავე კაბინეტით ჩაატარა მთავრობის სხდომა და მათთვის სამწუხაროდ, ჩვენ ისევ ვართ ხელისუფლებაში. ასევე, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ისინი მეორე ტურისთვის ემზადებიან და სურვილიც კი აქვთ დაკარგული, რაიმე ტიპის ბოიკოტზე, არამც თუ საპროტესტო აქციაზე ისაუბრონ. შესაბამისად, ეს უფრო თავის გამხნევებას ჰგავს ან იმ სიხარულს, რომელიც გამოწვეულია ყველაზე დიდი მაქსიმუმის მიღწევით, ან კიდევ უპასუხისმგებლო ქმედებასთან ასოცირდება. „ნაციონალურ მოძრაობას“ არაფერი აქვს საზეიმო, მაგრამ მათ აგვისტოს ომი იზეიმეს და ახლა რომ მარცხს ზეიმობენ, ეს გასაგებია“, - განაცხადა თეა წულუკიანმა "იმედთან" საუბარში.

2 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. ქვეყნის 2 ქალაქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა