თეგებით ძიება

"სააკაშვილს პირადად ივანიშვილმა დაურეკა..." - რა ინფორმაციას ავრცელებს ელისო კილაძე?

ჟურნალისტ ელისო კილაძის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დაკავებამდე "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა დაურეკა და ქვეყნიდან გაპარვა შესთავაზა. ამის შესახებ კილაძემ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა.

"მიხეილ სააკაშვილს ევაჭრებოდნენ საქართველოდან წასვლაზე, რომ ის წასულიყო და ვერავინ გაიგებდა მის საქართველოში ყოფნას და განიხილებოდა ვერსია, რომ ის ვიდეოები ჩაწერილია იმ მომენტისთვის, როცა მისი დაცვის წევრები მეზღვაურებთან ერთად და იტყოდნენ, რომ შემოვიდა საქართველოში, გადაიღო ეს ვიდეოები და გაიპარა ქვეყნიდან.

მიხეილ სააკაშვილმა ამ შეთავაზებაზე თქვა უარი. სხვათა შორის, ვიღაცას არ დაურეკავს, ჩემი ინფორმაციით პირადად ივანიშვილმა დაურეკა და 10 წუთი ჰქონდა მას მოსაფიქრებლად დრო და მან მოფიქრების დრო, რა თქმა უნდა, არ გამოიყენა და თქვა, რომ ის მიდის ციხეში", - თქვა ელისო კილაძე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართველმა სამართალდამცველებმა პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ამჟამად რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. სააკაშვილს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა