თეგებით ძიება

"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა

თბილისში, "ქართული ოცნების" სათავო ოფისში პარტიის უმრავლესობის სხდომა გაიმართა. მმათველი გუნდის წარმომადგენლების განმარტებით, შეხვედრაზე პოსტსაარჩევნო პერიოდი, მეორე ტურებისთვის მზადება და ხვალ, პარლამენტის სხდომაზე გასატანი საკითხები განიხილეს.

"ტრადიციულად პლენარული სხდომის წინა დღეს იმართება ხოლმე უმრავლესობის სხდომა, სადაც ჩვენ გავდივართ მიმდინარე საკითხებს. დღეს ბუნებრივია ამ თემებს დაემატა არჩევნების შეჯამება, მივულოცეთ ერთმანეთს არჩევნების წარმატებით ჩატარება და ვემზადებით მეორე ტურებისათვის. განსაკუთრებული და სენსაციური დღევანდელ დღეს არ ყოფილა. მიმდინარე სხდომა იყო," - განაცხადა "ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა