თეგებით ძიება

"მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ქართველს, ვინც საკუთარი ხმა დააფიქსირა" - შარლ მიშელი არჩევნებს ეხმაურება

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ქართველს, ვინც საკუთარი ხმა დააფიქსირა ადგილობრივი არჩევნების პირველ ტურში, - ასე ეხმაურება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში 2 ოქტომბერს გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.

მისი თქმით, ახლა გადამწყვეტია, ქვეყნის ყურადღება დაუბრუნდეს სტრუქტურულ რეფორმებს, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებაშია მოცემული.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ქართველს, ვინც საკუთარი ხმა დააფიქსირა ადგილობრივი არჩევნების პირველ ტურში.

ახლა გადამწყვეტია, რომ ქვეყნის ყურადღება დაუბრუნდეს სტრუქტურულ რეფორმებს, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებაშია მოცემული, განსაკუთრებით კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების სფეროში“,- წერს შარლ მიშელი „ტვიტერზე“.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართა. არჩევნების შდეგად, ქვეყნის 20 ქალაქში მეორე ტურები გაიმართება.
1tv.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა