თეგებით ძიება

კახა კუჭავა ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში კახა კუჭავა, კიევში, ბაბინ იარის, უკრაინაში ჰოლოკოსტის ყველაზე მძიმე გამოვლინების მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

ცერემონიაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ ისრაელისა და გერმანიის პრეზიდენტები, ავსტრიის, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთის, სლოვაკეთისა და პოლონეთის პარლამენტების თავმჯდომარეები.

2021 წელს ამ ტრაგედიის 80 წლისთავი აღინიშნება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა