თეგებით ძიება

24 საათი ბოდიშის მოსახდელად და ჯარიმის გადასახდელად“ - ვინ და რატომ ედავება პოლიტიკოსს?(ვიდეო)

მომღერალი, მანანა მენაბდე პოლიტიკოს, ზურა ჯაფარიძეს საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.

როგორც ცნობილია, ზურა ჯაფარიძის საარჩევნო კლიპს, მანანა მენაბდის სიმღერა „საპოვნელა“ ედო ფონად.

მენაბდემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამისთვის პასუხს მოითხოვდა, რაზედაც ჯაფარიძე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

„დავდე „გირჩის“ საარჩევნო რეკლამა! ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ?! დაუკითხავად ვინ მოგცათ უფლება, რომ აიღეთ ჩემი ნამღერი?! თუ სულ თავს გახვედით?! ჯერ ერთი მე ვარ გერმანიის მოქალაქე და არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მაქვს! კიდევაც რომ მქონდეს, რა უფლებით იღებთ ჩემ ნამღერს და ადებთ თქვენს კლიპს?! იცოდეთ რომ ძალიან გამაბრაზეთ და ამას ასე არ დავტოვებ! ე. ი. უნდა იფიქრონ, რომ მე თქვენ გაძლევთ ხმას! ესაა ტყუილი და ამისთვის პასუხი უნდა აგოთ! ყველანაირი სინდისი და სირცხვილი დაკარგეთ? თუ გაგიგიათ სიტყვა - ღირსება?“- წერს მენაბდე.



წყარო - diggest


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა