თეგებით ძიება

„პრიზად მივიღე 50 ათასი ევრო და ბრილიანტის სამაჯური" - ნუცა ბუზალაძე

პოპულარული ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე ადაცემაში „ფარული კონვერტის“ სტუმარი იყო და თავის პირად ურთიერთობებზე ისაუბრა.

ნუცა ბუზალაძემ საკუთარ კარიერაზეც ისაუბრა და სხვადასხვა კონკურსი გაიხსენა. მისთვის განსაკუთრებით წარმატებული „იურმალა“ აღმოჩნდა, სადაც სოსო პავლიაშვილისა და „დუეტი ჯორჯიას“ შემდეგ მესამე გამარჯვებული გახდა. მიუხედავად ამისა, მას არაერთი სირთულე შეხვდა, სთხოვდნენ სიმღერის შეცვლას, დაუწუნეს მანერები, თუმცა ეს მისთვის დაბრკოლება არ აღმოჩნდა.

„ორჯერ ვიყავი ცხოვრებაში შეყვარებული და ძალიან კარგად მახსენდება ეს ყველაფერი. ზოგი გოგო რომ გულნატკენი რჩება, ასე არ ყოფილა, რადგან ყოველთვის მე ვარ ის, ვინც ურთიერთობას წყვეტს.

ჩემს ნიჭს უფრო მეტი დრო და ენერგია სჭირდება, ასე ვფიქრობ, ვიდრე ურთიერთობას. ამას სულ მოასწრებს გოგო, ნებისმიერ ასაკში შეგიძლია, რომ გათხოვდე და შვილი გააჩინო. ბოლო სამწლიანი ურთიერთობაც მე დავასრულე, ისეთი შეყვარებული ვიყავი, რომ „ინსტაგრამზე“ ფოტოებიც დავდე. დაშორების შემდეგ რამდენიმე დღე განვიცადე, მაგრამ მერე ყველაფერი გადის.

„პრიზად მივიღე 50 ათასი ევრო და ბრილიანტის სამაჯური, მაშინ 17 წლის ვიყავი“ - იხსენებს ნუცა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა