თეგებით ძიება

"ნიკა მელია ჩვეულებრივი ხულიგანია" - ირაკლი კობახიძე

ფაქტი, რომ თითქმის ყოველი მესამე თბილისელი ნიკანორ მელიას აძლევს ხმას, ეს არის შემაშფოთებელი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელიას არის ადამიანი, რომელსაც ნული ინტელექტი აქვს.

„პრინციპში წინა არჩევნების შედეგი გაიმეორეს, მაშინ 27 იყო და ახლა 30. არსებითი განსხვავება არ არის შედეგებს შორის, თუმცა ესეც არის ძალიან ბევრი. თავისთავად ის ფაქტი, რომ თითქმის ყოველი მესამე თბილისელი ნიკანორ მელიას აძლევს ხმას, ეს არის შემაშფოთებელი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენც ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს ნული ინტელექტი, რომელიც არის ჩვეულებრივი ხულიგანი და ყოველი მესამე თბილისელი მას აძლევს ხმას, ეს არის შემაშფოთებელი. ამაზე ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ“, – განაცხადა კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა