თეგებით ძიება

„ეს ბურატინო კიდევ გამოდის და გამიყალბესო..." - მანჩო იოსელიანი გახარიაზე

სოციალური ქსელის მომხმარებელი, მანჩო იოსელიანი გიორგი გახარიას საჯაროდ უპირისპირდება.

„აი, მაგრად ამოხვედით ყელში! ანუ, თქვენზე გადაყოლილმა კაცმა, გასაგებ ენაზე რომ გითხრათ, არაა გახარია არანაირად ჩემი პროექტიო (ერთადერთი განცხადება, რაც ბიძინამ წასვლის მერე გააკეთა) ყურად არ იღეთ, გეგონათ ბიძინა აფერისტობდა და არა გახარია, წაეთრიეთ და მოღალატე არაკაცს მიეცით ხმა!

ახლა დგახართ და კიდევ ჩვენ გვამუნათებთ რაღაცებში. აი დარდი, ვისაც არ მოგწონთ „ესენი“, წადით და გახდით უკეთესები, მაგრამ რომ არ გაქვთ არანაირი რესურსი, არც ფინანსური, არც გონებრივი და არც არანაირი?!

გაყალბდა არა კვახი კიდევ, არავის არაფერი გაუყალბებია, ეს თავისი ორი თვალით ნახა მილიონობით ამომრჩეველმა, საჩივარი არის მიზერული რაოდენობით...

ეს ბურატინო კიდევ გამოდის და გამიყალბესო! ბოდიში, თუ ვისაც დაჰპირდი ვერ შეათრიე საკრებულოებში და ბოდიში, თუ კი წინასწარ დარიგებული თანამდებობების მაგივრად ხახამშრალი დატოვე შენი გაბითურებული ხალხი!

ამათ უყურეთ ერთი რა, თქვენზე ასჯერ მეტად ვიქნიე დროშა და ღმერთმა იცის, რომ არსად, აი „ვაფშე" არსად არავინ შემიწუხებია და არ მომითხოვია არაფერი!

ორი პლაკატი გააკრეს, სამი სტატუსი დაწერს და თავი მაგრები რომ ჰგონიათ!

დაახვიეთ ჩემი მეგობრებიდან, მანამ, სანამ ლამაზები ხართ!", - წერს მანჩო იოსელიანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა