კორონავირუსით 30 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა?
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 661 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 30 ადამიანი, ხოლო 1 274 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 628 719-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 597 654 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 9 192 პაციენტი ემსხვერპლა.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 7,22%, ბოლო 14 დღის - 5,7%, ბოლო 7 დღის - 6,16%.