თეგებით ძიება
08. 10. 2021 COVID - 19

803 თბილისი, 559 იმერეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 36 840 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 661 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 628 719-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.22%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.70% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.16%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 274 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 597 654.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 192 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 661 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:

⭕ თბილისი - 803

⭕ აჭარა - 105

⭕ იმერეთი - 559

⭕ ქვემო ქართლი - 158

⭕ შიდა ქართლი - 116

⭕ გურია - 53

⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 293

⭕ კახეთი - 420

⭕ მცხეთა-მთიანეთი - 58

⭕ სამცხე-ჯავახეთი - 60

⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 36

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 21 847 საიდანაც: 4 201 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 425, აჭარაში - 365, იმერეთში - 979.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 970 პირი, მათ შორის, თბილისში - 335, აჭარაში - 87, იმერეთში - 312. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 257 პირი, მათგან თბილისში - 138, აჭარაში - 25, იმერეთში - 28.

660 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 327 - თბილისში, 185 - აჭარაში. 16 986 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა