თეგებით ძიება
10. 10. 2021 COVID - 19

2-3 თვეში სხვადასხვა ინტენსივობის ტალღები სულ გვექნება - ამირან გამყრელიძე

სანამ არ გავალთ 60-70% აცრის მაჩვენებელზე, მანამდე ვერ დაესმება წერტილი ამ ეპიდემიას და სულ გვექნება სხვადასხვა პერიოდულობით ორ თვეში, სამ თვეში სხვადასხვა ინტენსივობის ტალღები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

"აცრა აუცილებელია პირველ რიგში იმ ადამიანისთვის, ვინც იცრება, მერე მისი ოჯახებისთვის და ახლობლებისთვის და ყველა მის ირგვლივ მყოფი ადამიანისთვის. ამიტომ, ყველა დამსაქმებელს მინდა ვთხოვო, ყველა დამსაქმებელს, მოიკითხონ, როგორია მის დაწესებულებაში აცრის მაჩვენებელი. სანამ არ გავალთ 60-70% აცრის მაჩვენებელზე, მანამდე ვერ დაესმება წერტილი ამ ეპიდემიას და სულ გვექნება სხვადასხვა პერიოდულობით ორ თვეში, სამ თვეში სხვადასხვა ინტენსივობის ტალღები, რომელიც მოიტანს როგორც ადამიანურ, ისე ეკონომიკურ დანაკარგს ქვეყნისთვის", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

10 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 1 871 116 აცრა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა