თუ მოზრდილი მოსახლეობის 80% აიცრება, კოვიდშემთხვევების ყოველდღიური რაოდენობა 5-ჯერ, ხოლო გარდაცვალება 10-ჯერ შემცირდება - ბიძინა კულუმბეგოვი
თუ მოზრდილი მოსახლეობის 80% აიცრება, კოვიდშემთხვევების ყოველდღიური რაოდენობა 5-ჯერ, ხოლო გარდაცვალება 10-ჯერ შემცირდება,- ამის შესეხებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს.
მისი განმარტებით, კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ, ვაქცინაციის, პირბადის და სოციალური დისტანციის გარდა, ალტერნატიული რეცეპტი არ არსებობს.
"სანამ პანდემია მძვინვარებს ჩვენ ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში, ჩვენ ქვეყანაში განსაკუთრებული სიმძაფრით, აუცილებელია ვაქცინასთან ერთად მუდმივად გვახსოვდეს დისტანცია და პირბადის ტარების მაჩვენებელი.
წარმატებული ვაქცინაციის შემთხვევაში, თუ ეს იქნება მოზრდილი მოსახლეობის 80%, გვაქვს შესაძლებლობა ყოველდღიური ახალი შემთხვევების რაოდენობა მინიმუმ ხუთჯერ, გარდაცვალებული ადამიანების რაოდენობა ათჯერ შევამციროთ. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რათა ჩვენ პანდემიის მართვის შესაძლებლობა და ბერკეტი ხელში გაგვიჩნდეს. სხვა გამოსავალი, მეტი რეცეპტი არც მსოფლიოს და არც ჩვენ ქვეყანას არ გააჩნია,"- აღნიშნავს "რუსთავი2"-თან საუბარში ბიძინა კულუმბეგოვი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 2 490 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 056 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 25 პაციენტი გარდაიცვალა.