"ძალიან საგანგაშოა მატება, თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს უკვე მე-5 ტალღის დასაწყისია" - ივანე ჩხაიძე
შემდეგი კვირა იქნება გადამწყვეტი, თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს უკვე მეხუთე ტალღის დასაწყისია, - ამის შესახებ
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე აცხადებს
მისი შეფასებით, კოვიდშემთხვევათა მატება ძალიან საგანგაშოა.
"ჩვენი პროგნოზით, ეს მატება შესაძლებელია ნოემბერ-დეკემბერში ყოფილიყო მეხუთე ტალღის სახით და ვფიქრობდით, რომ ხელშემწყობი ცივი ამინდები იქნებოდა რესპირაციული ვირუსების გააქტიურების პერიოდი, თუმცა გაცილებით ადრე დაიწყო ამ შემთხვევების მატებამ. შემდეგი კვირა იქნება გადამწყვეტი, თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს უკვე მეხუთე ტალღის დასაწყისია,"- აცხადებს"რუსთავი2"-თან ივანე ჩხაიძე.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 2 490 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 056 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 25 პაციენტი გარდაიცვალა.