"ინფიცირების ტალღის შეჩერების, არანაირი შესაძლებლობა არ არის“ - ივანე ჩხაიძე
იმუნიზაციის ტექნიკური მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის თქმით, ვაქცინაციის ასეთი მაჩვენებლით ინფიცირების ტალღის შეჩერება ვერ მოხერხდება.
„ის ციფრები, რომელიც ბოლო დღეებში ფიქსირდება, 10 ათასის ფარგლებში და ზოგ დღეებში კიდევ უფრო ნაკლები, მიუთითებს, რომ ტემპი არის ძალიან დაბალი. ასეთი დაბალი მაჩვენებლის შემთხვეევაში პრაქტიკულად, ინფიცირების ტალღის შეჩერების ან კონტროლის არანაირი შესაძლებლობა არ არის“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ „რუსთავი 2“ -ის ეთერში.