თეგებით ძიება

აშშ-ის ხელისუფლება Green Card-ს ისევ გაათამაშებს

აშშ-ის მთავრობამ ახალი ფისკალური წლის დასაწყისში სავიზო ლატარიის პროგრამა ოფიციალურად გახსნა, რომელიც Green Card-ის სახელითაა ცნობილი. ის მფლობელს აშშ-ში მუდმივი ცხოვრების უფლებას აძლევს. ინფორმაციას Voice of America ავრცელებს.

ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ 2023 წელს საიმიგრაციო სავიზო პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო. კონგრესმა მთელ მსოფლიოში მიგრანტებისთვის წელიწადში 55,000 მწვანე ბარათის გაცემის ნებართვა გასცა, რათა აშშ-ში მრავალფეროვნებას ხელი შეუწყოს.

რეგისტრაცია ფისკალური წლის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე იწყება – ამ შემთხვევაში 2023 წელს – რათა დრო განაცხადების დამუშავებისთვის საკმარისი დრო არსებობდეს.

Green Card-ის პროგრამა 2020 წელს მაშინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შეაჩერა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა