თეგებით ძიება
11. 10. 2021 COVID - 19

შესაძლებელია, ეს იყოს მე-5 ტალღის დასაწყისი - თენგიზ ცერცვაძე კოვიდშემთხვევების მატებაზე

გაიზარდა აქტიური ავადმყოფების რიცხვიც, რომელიც იყო 20 000-ზე ქვემოთ ჩამოსული და ახლა ისევ აცდა. შესაძლებელია, ეს იყოს მეხუთე ტალღის დასაწყისი, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, მეხუთე ტალღა შესაძლოა უფრო ადრე დადგეს, ვიდრე ვარაუდობდნენ.

„ბოლო ერთი კვირაა, გამოიკვეთა კორონავირუსის შემთხვევების მკაფიოდ გამოხატული მატების ტენდენცია. ჯერ ეს მატება არ არის ისეთი დრამატული, როგორიც იყო მეოთხე ტალღის დროს, მაგრამ მაინც საკმარისია.

გაიზარდა აქტიური ავადმყოფების რიცხვიც, რომელიც იყო 20 000-ზე ქვემოთ ჩამოსული და ახლა ისევ აცდა. შესაძლებელია, ეს იყოს მეხუთე ტალღის დასაწყისი, ან შესაძლებელია იყოს დროებითი და შემდეგი პროგრესირება არ მოხდეს. ვეთანხმები მათ, ვინც ამბობს, რომ ერთ კვირაში ყველაფერი გაირკვევა.

ასეთი აბსურდის თეატრი თუ გავაგრძელეთ, სხვა სახელს ვერ დავარქმევ, რომ იმ პირობებში, როდესაც გვაქვს ორი მილიონი ვაქცინა, თან საუკეთესი ვაქცინები, როდესაც გვაქვს ვაქცინაციის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა და მხოლოდ შვიდი-რვა ათასი აცრა გვექნება დღეში, ეს იქნება ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგების მომტანი“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1530 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 23 ადამიანი, ხოლო 1848 პირი გამოჯანმრთელდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა