თეგებით ძიება
12. 10. 2021 COVID - 19

„ჩვენ გვექნება ისევ ერთი პიკი, ძალიან დიდი აფეთქების წინაშე ვართ" - დევი ტაბიძე ეპიდვითარებაზე

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის დევი ტაბიძის თქმით, ქვეყანა მორიგი კოვიდაფეთქების წინაშე დგას.

„ჩვენ გვექნება ისევ ერთი პიკი, რომელიც აუცილებლად იქნება. იმიტომ, რომ ამ პერიოდში ძალიან რთულია ყველაფრის შეჩერება. თუ არ იქნება მოსახლეობა ვაქცინირებული და დღეს სახალხო პროტესტს უცხადებენ ვაქცინას, მაშინ როდესაც სახელმწიფოს რეალურად იმის საშუალება აქვს, რომ მილიონამდე ადამიანი აიცრას.

ჩვენ ძალიან დიდი აფეთქების წინაშე ვართ. ჩემს პირად მაგალითზე ვიტყვი, რომ ორჯერადად აცრილს კოვიდინფექცია დამემართა და 10 ათასჯერ, 100 ათასჯერ მსუბუქად გადავიტანე. მადლობელი ვარ იმის, რომ ავიცერი. ეს არის ყველაზე მთავარი. ეს მინდა, რომ ადამიანებამდე მივიდეს.

ამას მოჰყვება რაოდენობის მატება, ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა და ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მოხდეს ეს არის, გარდაცვლილთა რიცხვის გაზრდა“, - აღნიშნა ტაბიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4 774 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 37 ადამიანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა