"წელს, გრიპი უფრო სერიოზულად იქნება, ამიტომ განიხილება ის ტერმინი რომელზეც დამცინით" - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში გრიპის პრობლემა წელს ბევრად უფრო რთულად იქნება ვიდრე შარშან.
„გუშინ გამოვიდა ბრძანება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შესაბამისი პროცედურის შესახებ და ამ კვირაში იწყება სამი რისკ ჯგუფის აცრები. ეს ჯგუფებია: სამედიცინო პერსონალი, ორსულები და დიალიზზე მყოფი პაციენტები. შემდეგ 20-დან 25-მდე დაახლოებით ამ პერიოდში ველოდებით დანარჩენ 160 000 დოზას გრიპის ვაქცინისას და ის უკვე განაწილდება იმ დანარჩენ რისკ ჯგუფებზე, როგორიც არიან ქრონიკული დაავადების პაციენტები, ბავშვები, რომლებიც რისკ ჯგუფებში შედიან და ასევე სხვადასხვა რისკ ჯგუფები. ეს ყველაფერი არის უფასო.
ამასთან, იმედი გვაქვს, რომ ვაქცინის შესაბამის დოზებს შემოიტანს კერძო სექტორი, რათა უფრო მეტი ადამიანი მოვიცვათ. შარშან გრიპის სეზონმა შედარებით იოლად ჩაირა, რადგან გრიპი კოვიდმა „დაჩაგრა“ და თითქმის არ გვქონდა. წელს როგორც პროგნოზირებენ, გრიპი უფრო სერიოზულად იქნება, ამიტომ განიხილება ის ტერმინი რომელზეც დამცინით, მაგრამ არის ეს ტერმინი დამკვიდრებული - „ტვინდემია”, - განაცხადა გამყრელიძემ.