თეგებით ძიება
13. 10. 2021 COVID - 19

"დაიწყო პანდემიის მეხუთე ტალღა და იგი როგორც ჩანს, იმაზე მძიმე იქნება ვიდრე იყო წინა შემთხვევებში" - რომან გიცირიძე

დეპუტატი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში საქართველოს მძიმე ეპიდვითარებაზე საუბრობს.


"დაიწყო პანდემიის მეხუთე ტალღა და იგი როგორც ჩანს, იმაზე მძიმე იქნება და მოჰყვება იმაზე მეტი მსხვერპლი, ვიდრე იყო წინა შემთხვევებში.
არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ხელისუფლებას მოუწევს ზოგიერთ სფეროში დასაქმებული ადამიანებისათვის აცრა სავალდებულო გახდოს, როგორც ეს ევროპის ზოგიერთ ქვეყანაშია დაწესებული ( საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, უნგრეთი და ა. შ). აქამდე ამას იმიტომ არ აკეთებს, რომ ანგარიშს უწევს ანტივაქსერ ამომრჩევლებს.

აგერ, ლატვიაში, აუცრელ მოქალაქეს სუპერმარკეტში არ უშვებენ, ჩვენთან კი მთავრობამ წინასაარჩევნოდ პირბადის ტარებაზე დაწესებული ჯარიმებიც კი ჩამოწერა.
საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს შესწირა ხელისუფლებამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე", - წერს რომან გოცირიძე.




თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა