თეგებით ძიება
14. 10. 2021 COVID - 19

კორონავირუსით კიდევ 38 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა?

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4 212 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 38 ადამიანი, ხოლო 1 982 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 649 407-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 607 563 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 9 370 პაციენტი ემსხვერპლა.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 8%, ბოლო 14 დღის - 7,21%, ბოლო 7 დღის - 8,57%.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა