უგემრიელესი და უნაზესი ჩიტის რძე
ინგრედიენტები:
კვერცხის გული - 6 ცალი
შაქარი - 100 გრ
ზეთი - 100 მლ
რძე - 250 მლ
კაკაო - 3 სკ
ფქვილი - 2 ჭიქა
გამაფხვიერებელი - 1 შეკვრა
ვანილი
მწიკვი მარილი
ინგრედიენტები ბეზესთვის:
კვერცხის ცილა - 6 ცალი
შაქარი - 300 გრ
მწიკვი მარილი
მწიკვი ლიმონმჟავა
ინგრედიენტები მინანქრისთვის
კაკაო - 4 სკ
შაქარი - 4 სკ
წყალი ან რძე - 4 სკ
კარაქი - 30 გრ
მომზადების წესები:
კვერცხის გული, შაქარი, მწიკვი მარილი, ვანილი გავთქვიფე გათეთრებამდე ესე 7 წთ. დავასხი ნელ-ნელა ზეთი, რძე, მშრალი ინგრედიენტები ავურიე ერთმანეთში და დავაცერი ამ მასას. ავთქვიფე 3-4 წთ-ით. ჩავასხი ფორმაში და გამოვაცხვე წინასწარ გახურებულ ღუმელში ზედა-ქვედა წვაზე 180 გრადუსზე. მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით.
მოხარშული ბეზე:
ცილა ჩავასხი ცეცხლგამძლე თასში + მარილი, შაქარი და დავდგი ორთქლზე (თასი არ უნდა ეხებოდეს წყალს), ვთქვიფოთ 7-10 წთ-ით, სანამ შაქარი არ გალღვება და მივიღებთ მყარ ბეზეს + ლიმონმჟავა. შემდეგ გადმოვდგათ და ვთქვიფოთ ისევ, დაახლოებით, 7-10 წთ ბეზეს შეციებამდე, უნდა იყოს მყარი.
მოხარშული ბეზე გავანაწილე გაციებულ ბისკვიტზე, ღუმელში შედებას აღარ საჭიროებს და მოვასხი მინანქარი.
მინანქარი:
კაკაო, შაქარი და წყალი (არ რძე) დავდგათ გაზზე, ვურიოთ. შაქარი რომ გალღვება და წამოდუღდება, გადმოვდგათ და +30 გ. კარაქი
რეცეპტი ინგა ჩიქოვანს ეკუთვნის.
gemrielia.ge