თეგებით ძიება

მესამე პრეზიდენტი დამძიმდა – მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა, ციხეში მნახველების მიღება შეწყვიტოს

მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა ციხეში მნახველების მიღება შეწყვიტოს. ამის მიზეზი მესამე პრეზიდენტის გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობაა. შიმშილობის მე-18 დღეს ყოფილი პრეზინდეტის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ მესამე სართულზე მდებარე საკნიდან პირველ სართულზე დღეში რამდენდერმე ჩა-სვლა აღარ შეუძლია.

ციხეში დაპატიმრებული პრეზიდენტის ბოლო მნახველი შესაძლოა, კობა ნაყოფია იყოს.

"დღეს პირველად მომეცა შესაძლებლობა მასთან ვიზიტის. ამიტომ დღეს მე პირადად ვნახავ, პირადად დაველაპარაკები. მე როგორც მისი მეგობარი და თანამებრძოლი შევაფასებ მის მდგომარეობას და ამის მიხედვით გადავწყვიტავთ შემდეგ როგორ მოვიქცევით. ის იმდენად მებრძოლი ადამიანია და ძლიერია შინაგანად, რომ დარწმუნებული ვარ, ის ყოველთვის ჩვენს გვერდში იქნება და რა თქმა უნდა, ჩენც ჩვენი მხრიდან თანადგომას და ყურადღებას მას არ მოვაკლებთ, – ამბობს ნაყოფია.

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი მსჯავრდებულის საავადმყოფოში გადაყვანის აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ იქამდე თავად პრეზიდენტის თანხმობაა საჭირო. ნიკოლოზ ყიფშიძე ირწმუნება, რომ მესამე პრეზიდენტი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

"მე მგონია, რომ კონსილიუმი უნდა ჩატარდეს ჩქარა, ანალიზების მიღების შემდეგ და მერე გადაწყდეს რა უნდა ქვნათ. ჩემის აზრით აჯკობებს მისი საავადმყოფოში გადაყვანა, მაგრამ ამისთვის ჯერ უნდა გავიაროთ კონსილიუმი და შემდეგ მივიღოთ მისი უპირობო თანხმობა, მაგრამ ის შიმშილობას რომ არ ამთავრდებს, ეს ნამდვილად ვიცი. გადაადგილება ცოტა უჭირდა გუშინ, – ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.

სავარაუდოა, რომ ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილი დღესვე მოინახულოს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა