თეგებით ძიება

„სასამართლო ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი სუსტი წერტილია“ - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის ეთერში“ განაცხადა, რომ "„სასამართლო მართლაც პოლიტიზებულია და დღევანდელი ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი სუსტი წერტილია“.

„სულ ახლახან, საკმაოდ დიდი პოლიტიკური აქტივობა, თავყრილობა იყო და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, საბედნიეროდ არა უმრავლესობამ, გამოხატა სურვილი წარსულში, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროში დაბრუნების.


რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, მათ მიაჩნიათ, რომ მაშინ - მეტი დემოკრატია, ნაკლები ძალადობა, სიტყვის მეტი თავისუფლება იყო, თქვენ წარმოიდგინეთ, უკეთესი სასამართლოც კი. სასამართლო მართლაც პოლიტიზებულია და დღევანდელი ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი სუსტი წერტილია, მაგრამ, გააჩნია, რას შეადარებ.

თუ ევროპას შეადარებ, ასეა, თუ მაშინდელს, მაშინ კატასტროფა იყო. ნამდვილად აბსურდის თეატრია, როდესაც მოსახლეობის მესამედს წარსულში დაბრუნება სურს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა