თეგებით ძიება

"ვერ შეარყევს ჩემს სიყვარულსა და რწმენას დედა ეკლესიის მიმართ" - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ბრალდებულისა და მსჯავრდებულის, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ facebook გვერდე მისი მორიგი პოსტი ვრცელდება:

"ძლიერ გულსატკენი, არაადამიანური და დაუმსახურებელი თავდასხმები, საიდანაც არ უნდა იყოს ნაკარნახევი, ვერ შეარყევს ჩემს რწმენას მთლიანობაში და ვერც ჩემს სიყვარულს ჩვენი დედა ეკლესიის მიმართ" - წერს მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილი სავარაუდოდ, საპატრიარქო ტახტის მემკვიდრის, მეუფე შიოს საკვირაო ქადაგებას გულისხმობს, რომელმაც 17 ოქტომბერს ყურადღება გაამახვილა სინანულის მნიშნელობაზე და თქვა, რომ ბოროტის დაშვების შემთხვევაში არ არის აუცილებელი შერიგება და პატიება. მეუფე შიოს თქმით, ბოროტი ადამიანი შეიძლება მოიკვეთოს კიდეც საზოგადოებიდან, მრევლიდან.

შერიგების ინიციატივით კი რამდენიმე დღის წინ კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი გამოვიდა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოინახულა და შესთავაზა, რომ საკუთარ მომხრეებს შერიგებისკენ მოუწოდოს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა