თეგებით ძიება

“ვირთხა, ბოლოდან პირველი, ნაცობა სირცხვილი კი არა, ბოროტებაა” – მიხეილ ყაველაშვილი

საპარალამენტო უმრავლესობის წევრის მიხეილ ყაველაშვილის თქმით, "ნაცობა ბოროტებაა".

„ნაცობა სირცხვილი არ არის ნაცობა ბოროტებაა. სირცხვილი არის ამ ორგანიზაციასთან ურთიერთობა. არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, თუ გვინდა დავასრულოთ ამ ქვეყანაში პოლარიზაცია, აუცილებელია რომ ბოროტება დამთავარდეს ამ ქვეყანაში და ბოროტება არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ურთიერთობა.

პატიმრების მიმართ, და სააკაშვილი არ არის მარტო პატიმარი, დაახლოებით 7 ათასამდე პატიმარია იმ რეჟიმისგან განსხვავებით, რომელსაც 30 ათასი პატიმარი და 300 ათასამდე პრობაციონერი ყავდა. თუ შეწყალებაზე იქნება საქმე, სააკაშვილი შეიძლება ბოლოდან პირველი იყოს მისი დანაშაულებებიდან გამომდინარე, მაგრამ თუ ვართ ამ ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები, უნდა შევძლოთ და მოვერიოთ ჩვენს თავს. მოერიეთ თქვენ თავს ძვირფასო კოლეგებო და საზოგადოებავ. სააკაშვილი, როგორც თქვენ დღეს გინდათ რომ წარმოაჩინოთ, არ ჩამოსულა და არ ჩაბარებულა, ის შემოიპარა როგორც ვირთხა და დააკავეს. მას ჰქონდა დესტაბილიზაციის გზა“, - განაცხადა ყაველაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა