თეგებით ძიება

საია კახა კუჭავას საქმეზე განცხადებას ავრცელებს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავას საქმეზე განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ლოიალური მიდგომა პარლამენტის სპიკერის მხრიდან ჩადენილ აშკარა სამართალდარღვევაზე, უარყოფითად აისახება საარჩევნო სამართალდარღვევების პრევენციაზე.

"როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე ,,ქართული ოცნების“ სიმბოლიკიანი პირბადით გამოცხადდა, რაც აგიტაციას წარმოადგენს და ითვალისწინებს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

დარღვევასთან დაკავშირებით ცესკომ საიას საჩივრის საფუძველზე შეადგინა სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომი განხილვისათვის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა. დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა საკითხი და კახა კუჭავა გაათავისუფლა ჯარიმის გადახდისაგან და მას მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.

საია უარყოფითად აფასებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ ამგვარი ლოიალური მიდგომა პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ჩადენილ აშკარა სამართალდარღვევაზე, უარყოფითად აისახება საარჩევნო სამართალდარღვევების პრევენციაზე", - აღნიშნულია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა