თეგებით ძიება

კახა კუაჭავა - მართებულად მიმაჩნია, რომ ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით გადავიხადო და ეს თანხა "სოლიდარობის ფონდს" გადავურიცხო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა 2 ოქტომბერს საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" ლოგოს ამსახველი პირბადით გამოჩენის გამო, მზადაა, ჯარიმა გადაიხადოს 2000 ლარის ოდენობით და თანხა ,,სოლიდარობის ფონდს“ გადაურიცხოს.

"მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების დღეს, საარჩევნო უბანზე, „ქართული ოცნების“ სიმბოლიკის ამსახველი პირბადით შესვლა მექანიკური შეცდომა იყო და მიზნად არ ისახავდა წინასაარჩევნო აგიტაციას, ეს იყო კანონდარღვევა, რაც სასამართლომ დაადასტურა და სიტყვიერი გაფრთხილება მომცა.

თუმცა, მართებულად მიმაჩნია, რომ აღნიშნული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმა, 2000 ლარის ოდენობით გადავიხადო და ეს თანხა ,,სოლიდარობის ფონდს“ გადავურიცხო", - წერს კუჭავა ფეისბუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა