თეგებით ძიება

"რა თემაზე უნდა ვედებატო მელიას?" - კალაძე ოპონენტს პასუხობს

"რა თემაზე უნდა ვედებატო მელიას?", - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატ ნიკა მელიას.

"მაშინ, როცა მელია დებატებიდან გარბის, მაშინ, როცა სტუდიაში ხულიგნობს და ილანძღება, მაშინ, როცა წინასაარჩევნო კამპანიისას ჩემი ოჯახის შეურაცხყოფით იყვნენ დაკავებულები, მაშინ, როცა არანაირი ხედვა თბილისთან დაკავშირებით და საარჩევნო პროგრამა არ წარმოუდგენიათ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაახსენდათ დებატები? რამდენიმე დღის წინ ორი დაპირება გააჟღერეს და ორივე დიდი ტყუილი", - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ კახა კალაძეს ღია დებატებში მონაწილეობა შესთავაზა.

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ქვეყნის 20 ქალაქში, მათ შორის თბილისში 30 ოქტომბერს არის ჩანიშნული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა