საავადმყოფოშია გადასაყვანი, თუმცა ამისთვის სააკაშვილის თანხმობაა საჭირო - ექსპრეზიდენტის ექიმი
საპყრობილეში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რომელიც 19 დღეა შიმშილობს, საავადმყოფოში გადაიყვანენ.
როგორც ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ კონსილიუმის დასრულების შემდეგ იუსტიციის სამინისტროში განაცხადა, ამისათვის მესამე პრეზიდენტის თანხმობაა საჭირო.
მისივე თქმით, ასევე ერთობლივად უნდა შეირჩეს ის დაწესებულება, სადაც მოხდება თანხმობის შემთხვევაში სააკაშვილის გადაყვანა.
ცნიბისთვის, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღიდან სააკაშვილი შიმშილობს.