თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილი მზადაა, გადავიდეს ჰოსპიტალში - ექსპრეზიდენტის პირადი ექიმი

საპყრობილეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი მზად არის, გადავიდეს საავადმყოფოში

როგორც ყიფშიძემ რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა, ჰოსპიტალიზაცია დღეს და ხვალ არ მოხდება.

მისივე განმარტებით, ექსპრეზიდენტი შიმშილის შეწყვეტას არ აპირებს.

"მიხეილ სააკაშვილი მზადაა გადავიდეს ჰოსპიტალში. ეს დღეს და ხვალ არ მოხერხდება, შაბათ-კვირას, ან არ ვიცი როდის იქნება ეს. გასავლელია პატარა საკითხები ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებთან. გავარკვევთ ყველაფერს ხვალ-ზეგ.

ჰოსპიტალიზაცია არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტი ამთავრებს შიმშილობას. არავითარ შემთხვევაში. ის შიმშილობას აგრძელებს", განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავებს. ის დაკავების დღიდან შიმშილობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა