თეგებით ძიება

სააკაშვილის საქმეზე დაკავებულ გიორგი ნარიმანიძეს ბრალის დადგენილება ადვოკატების გარეშე გააცნეს - უფლებადამცველი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებულ გიორგი ნარიმანიძეს, ბრალის დადგენილება უფლებადამცველების გარეშე გააცნეს.

„ის, რომ ადვოკატისთვის შეტყობინების გარეშე გამომძიებელი ქურდულად შეიპარა იზოლატორში და ბრალის დადგენილება ჩააბარა ბრალდებულს, თანაც ისე, რომ არ დააფიქსირა მისი პოზიცია, რომ ის ითხოვდა ადვოკატს, იმისკენ მიუთითებს, რომ პროკურატურას ამ საქმეში აქვს მკაფიო მიზანი და ეს არის არა მართლმსაჯულება, არამედ შურისძიება და კონკრეტული ადამიანების დასჯა“, – განაცხადა ნარიმანიძის უფლებამდამცველა, შოთა თუთბერიძემ.

ნარიმანიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოყვანის საქმეზე, სამართალდამცველებმა მე-4 პირი, გიორგი ნარიმანიძე გუშინ დააკავეს.

მისთვის წაყენებული ბრალი მძიმე დანაშაულის დაფარვას და მიგრანტის უკანონოდ გადაყვანას გულისხმობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა