თეგებით ძიება

"ეს არის მოტაცება, არ ვიცი რომელი ქვეყნის სპეცსამსახურები და ვინ უწყობდა ხელს" - მიხეილ სააკაშვილი (ვიდეო)

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრები ვრცელდება. ექსკლუზიურ ვიდეომასალას "იმედი" ავრცელებს. ტელეკომპანიის მტკიცებით, ვიდეოკადრები ტრაილერშია გადაღებული, რომლითაც ექსპრეზიდენტი უკრაინიდან საქართველოში შემოიპარა.

როგორც ტელეკომპანია აცხადებს, იმ შემთხვევაში თუ სააკაშვილი საქართველოში შემოსვლას ვერ მოახერხებდა მისსავე გატაცების სცენარს ამუშავებდა, ხოლო ალიბისთვის სააკაშვილმა ვიდეომასალა თავად გადაიღო.

ვიდეო-მასალაში სააკაშვილი საუბრობს თავის გატაცებაზე და აღნიშნავს, რომ არ იცის, რომელი ქვეყნის სპეცსამსახური დგას მისი გატაცების უკან.

"ეს არის მოტაცება, არ ვიცი რომელი ქვეყნის სპეცსამსახურები და ვინ უწყობდა ხელს. სადაც მივყავართ ეგეც არ ვიცი", - აცხადებს ვიდეოში მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა