თეგებით ძიება

ცნობილია, რამდენი გადაუხადეს ქილერებს შატალოვას მკვლელობისთვის - ახალი დეტალები

თბილისის ცენტრში მოკლული 25 წლი ანასტასია შატილოვას საქმეში გამოძიება შეკვეთილი მკვლელობის ვერსიაზეც მუშაობს.

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულების გარდა, რომლებიც ქილერებად მოიაზრებიან, მოკლულის ოჯახი სხვა პირების დაკავებას აანონსებს.

"რუსთავი2"-ის ინფორმაციით, საქმის მასალებში, ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა ბარათელი, იგივე "ჭია" ფიგურირებს, რომელიც დანაშაულთან რაიმე კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით, მკვლელობის დამკვეთმა სწორედ ბარათელს სთხოვა ქილერების მოძიება. "კურიერის" ინფორმაციით, დანაშაულის სისრულეში მოყვანისთვის, მკვლელობის დამკვეთმა 20 ათასი დოლარი გადაიხადა.

ანასტასია შატალოვა 18 ოქტომბერს, თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე მოკლეს. დაკავებული 3 პირი განზრახ მკვლელობის ბრალს უარყოფს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა