დაწესდება თუ არა დამატებითი შეზღუდვები? - რას აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ის ვერ ხედავს რაიმე საფუძველს იმისთვის, რომ დამატებითი შეზღუდვები დაწესდეს.
„ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი 1,32-ია. ერთი კვირის წინ, ეს მაჩვენებელი იყო 1,72. ვინაიდან ვხედავთ, რომ კოეფიციენტმა დაიწია, ჩნდება მოლოდინი, რომ, აბსოლუტურ რიცხვში, შემდეგი კვირის ბოლოს, დაბალი მაჩვენებლები გვექნება. აქედან გამომდინარე, ვერ ვხედავ რაიმე საფუძველს იმისთვის, რომ დამატებითი შეზღუდვები დაწესდეს“, - აღნიშნავს ეკატერინე ტიკარაძე.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 483 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა.