თეგებით ძიება

იგეგმება ციხის იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით - ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" გენდირექტორის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, იგეგმება ციხის იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით.

„ჩვენი ინფორმაციით, იგეგმება ციხის იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით... უკვე შეყვანილია რამდენიმე სპეცდანიშნულების პატიმარი, რომელიც ამაზე იზრუნებს,“ - აცხადებს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს თავად ექსპრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღიდან მესამე პრეზიდენტი შიმშილობს.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა