საქართველოს მოსახლეობა აკეთებს ყველაფერს, რომ პანდემია კიდევ უფრო გაძლიერდეს და მე-5 ტალღა იყოს კიდევ უფრო მძიმე - თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, საქართველოს მოსახლეობა აკეთებს ყველაფერს, რომ პანდემია კიდევ უფრო გაძლიერდეს და მე-5 ტალღა იყოს კიდევ უფრო მძიმე.
მისი თქმით, მოსახლეობა ვაქცინაციაზე კატეგორიულ უარს აცხადებს.
"ეპიდსიტუაცია საგანგაშოა, ახალი შემთხვევების ზრდა სახეზეა, საქართველოს მოსახლეობა აკეთებს ყველაფერს, რომ პანდემია კიდევ უფრო გაძლიერდეს და "მეხუთე ტალღა" იყოს კიდევ უფრო მძიმე, ვიდრე მეოთხე. რას აკეთებს? კატეგორიული უარი ვაქცინაციაზე. დღეში მხოლოდ 4000 - 5000 ვაქცინა ეს არის მიზერი, კატასტროფა. არცერთი ცივილიზებული ქვეყანა ამას არ შვება",- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
23 ოქტომბერს 4 209 აცრა ჩატარდა, მთლიანობაში ვაქცინირებულია 1 948 787 ადამიანი
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 483 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა.