თეგებით ძიება

არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოში ეპიდვითარების გაუარესებისა და ვაქცინაციის ტემპის შენელების ფონზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს უცხადებს, რომ სავალდებულო ვაქცინაციას ად დაუშვებს.

მინდა ცალსახად ვთქვა, მე, როგორც საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერმინისტრი, არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას. მინდა ეს ყველამ კარგად იცოდეს. ჩვენს მოქალაქეებს აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება და საშუალება. მე ყველაფერი გავაკეთე, რომ ჩამომეტანა დროულად საკმარისზე მეტი, მილიონობით ვაქცინა და პირადად ვიყავი ჩართული ამ მოლაპარაკებების პროცესში. ყველანაირი ვაქცინა ჩამოვიტანეთ საქართველოში. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ მოქალაქეები და არა ვაიძულოთ, ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი უალტერნატივო გამოსავალი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.


23 ოქტომბერს 4 209 აცრა ჩატარდა, მთლიანობაში ვაქცინირებულია 1 948 787 ადამიანი.


ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 483 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა