თეგებით ძიება

"მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება" - სოფო ჯაფარიძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ შიმშილობის გამო საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება და უკვე კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, თუ ხელისუფლების გადაწყვეტილებები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლიტიკურად მოტივირებული არ არის, მესამე პრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნა დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს.

“უკვე 28-ე დღეა, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი შიმშილობს. ის სასწრაფოდ, მყისიერად საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას მრავალპროფილურ კლინიკაში. ციხეს ჰყავს კონტრაქტორი კლინიკები, მაგალითად „ვივამედი“, ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა და ასე შემდეგ. თუ პოლიტიკურად მოტივირებული არ არის ის გადაწყვეტილება, რასაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ იღებენ, მაშინ თავისუფლად უნდა მოხდეს ამის დაკმაყოფილება”, – თქვა სოფო ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე 28-ე დღეა შიმშილობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა