თეგებით ძიება

"ბატონო მიშა სააკაშვილო, მიიღე წამლები, იკვებე, რადგან 6 წელი ბევრი დროა" - თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიმართავს:

“ბატონო მიშა სააკაშვილო, მიიღე წამლები, იკვებე, იყავი კარგად, რადგან 6 წელი ბევრი დროა და გჭირდება კარგად ყოფნა”, — განაცხადა წულუკიანმა.

დღეს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის უარს ამბობს ექიმთა კონსილიუმთან თანამშრომლობაზე. მისი თქმით, ის აღარ ჩააბარებს ანალიზებსა და არ მიიღებს შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას.

შეგახსენებთ, სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა