თეგებით ძიება

10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 7,38%-ია — ცესკო

ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ცნობით, 10:00 საათის მდგომარეობით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 7,38%-ია, რაც რაოდენობრივად 154 163 ამომრჩეველია. პირველ ტურში ეს მაჩვენებელი 7,41% იყო.

დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება. კენჭისყრის შედეგად 5 თვითმმართველი ქალაქისა და 15 მუნიციპალიტეტის მერი, ასევე, 24 საარჩევნო ოლქში 42 მაჟორიტარი უნდა აირჩეს.

თბილისის მერობის არჩევნების მეორე ტურში ქართული ოცნების კანდიდატი, კახა კალაძე და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, ნიკა მელია გადავიდნენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა